პარტია „კახა კუკავა–თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ ჭითანავამ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატურა მოიხსნა. როგორც ოთარ ჭითანავამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, მან კანდიდატურა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მოხსნა.
გადამდგარმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ მას „ცესკოსთვის“ შესაბამისი განცადებით ჯერ არ მიუმართავს. მისივე თქმით პარტია „თავისუფალი საქართველო“ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
http://youtu.be/9Y3Fnn6tuXo
მასალის გამოყენების პირობები