რუბრიკები
სოკოსა და ისპანახის წვნიანი
ინგრედიენტები: ხახვი - 1 ც. საშუალო ზომის ნიორი - 1 კბილი ბულგარული წიწაკა - 1 ც. პატარა ზომის სტაფილო - 1 ც. პატარა ზომის ისპანახის ფოთლები - რაც ერთ მუჭაში ჩაგეტევათ ქამა სოკო, ცოცხალი - 250 გრ. კამა - 2 ღერი ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ. მარილი - გემოვნებით მომზადების წესი: დაჭერით ხახვი, ნიორი, ბულგარული წიწაკა და სტაფილო. გაახურეთ ქვაბი საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი, რომ გახურდება ჩაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული და დაუწიეთ ცეცხლს ოდნავ. თავდახურულ ქვაბში ჩაშუშეთ ბოსტნეული დაახლოებით 4-5 წუთი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ისპანახი და განაგრძეთ ჩაშუშვა კიდევ 3-4 წუთი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკო და კარგად ამოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე, თავდახურულ ქვაბში 6-8 წუთი, პერიოდულად მოურიეთ. ამ დროისთვის სოკო გაუშვებს წვენს. დაასხით მდუღარე წყალი, დაახლოებით 1 ლ. და ოდნავ მოუმატეთ ცეცხლს. 3-4 წუთის შემდეგ წვნიანს დაამატეთ კამა ( თუ გნებავთ დაჭერით და ისე დაამატეთ, ან უბრალოდ მთლიანი ჩააგდეთ და მოგვიანებით ამოიღეთ) და მარილი. ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 3-4 წუთი და გამორთეთ.
Print