რუბრიკები
Amazon-ი მანჰეტენზე პირველ მაღაზიას ხსნის ისტორიაში
მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ-რითეილერი, Amazon-ი, უახლოეს მომავალში, ნიუ-იორკში თავისი პირველი მაღაზიის გახსნას აპირებს. Amazon-ის პირველი მაღაზია საშობაო ვაჭრობებისთვის გაიხსნება და ის ერთგვარი საწყობის ფუნქციას შეასრულებს: იქიდან მოხდება საქონლის სწრაფად მიწოდება ნიუ-იორკის ტერიტორიაზე, ასევე შესაძლებელი იქნება ინტერნეტით შეძენილი ნივთის დამოუკიდებლად გატანა, ასევე შეძენილი ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა. ონლაინ-რითეილერის პირველი მაღაზია, მანჰეტენზე, 12-სართულიან შენობაში განთავსდება, Empire State Building-ის მოპირდაპირე მხარეს. იქვე ახლოს მდებარეობს მსოფლიოში უმსხვილესი უნივერმაღი Macy’s-ი, რომელშიც ყოველწლიურად 20 მლნ ადამიანი შედის. Wells Fargo-ს ანალიტიკოსის, მეთ ნემერის აზრით, Amazon-ი მაღაზიას ნიუ-იორკში თავისი ბრენდის პოპულარობისთვის ხსნის. „შეკვეთის შესრულება გამოწერის დღეს, შენაძენის იმავე დღეს მაღაზიიდან გამოტანის შესაძლებლობა, დღეს სულ უფრო პოპულარულია და „ამაზონმა“ უნდა განავითაროს ეს მომსახურებები“, -მიაჩნია ბანკის ანალიტიკოსს. არ არის გამორიცხული, რომ Amazon-ი მაღაზიაში ასევე თავისი წარმოების პროდუქტებსაც გამოიტანს: ელექტრონული წიგნების წამკითხველებს, პლანსეტებს, სმარტფონებს, სატელევიზო მიმღებებს. რამდენიმე წლის წინათ, Amazon-ს თავისი პირველი მაღაზიის გახსნა სიეტლში უნდოდა, სადაც მისი შტაბ-ბინა მდებარეობს, თუმცა მოგვიანებით მათ ეს გადაიფიქრეს.
Print