რუბრიკები
ბეჩოშო ხიდის მშენებლობა დასრულდა
მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემში, სოფელ ქართვანში ხიდის მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის“ გამოყოფილი თანხებით განხორციელდა. ბეჩოს მოსახლეობა ამ ხიდის საშუალებით სახნავ-საძოვრებს უკავშირდება. რკინის კონსტრუქციის ხიდის ღირებულება 32 294 ლარს შეადგენს. სამუშაოები შპს „მესტიის საგზაო სამმართველომ“ შეასრულა. მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2015 წელის ოქტომბრის თვეში დასრულდა.
Print