რუბრიკები
არანჩინი იტალიიდან
ინგრედიენტები: მოხარშული ბრინჯი 2 ჭიქა კვერცხი 3 საფანელი ყველი პარმეზანი 1/2 ჭიქა ყველი მოცარელა მარილი და პილპილი მომზადების წესი: სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ბლომად ზეთი და საშუალო ცეცხლზე კარგად გააცხელეთ. ამასობაში ბრინჯს დაამატეთ მარილი, პილპილი, პარმეზანი და 1 კვერცხი. ხელით კარგად აურიეთ. ხელითვე გააკეთეთ პატარა ბურთულები, გულში ჩააყოლეთ მოცარელას პატარა ნაჭრები. ცალკე ათქვიფეთ 2 კვერცხი, თითოეული ბურთულა ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში შეწვით არანჩინები მდუღარე ზეთში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. მზა არანჩინები დაალაგეთ ქარალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად. * არანჩინის გულში სხვადასხვა შიგთავსი შეიზლება ჩადოთ: ხორცის მოშუშული ფარში ცალკე ან ბარდით და პამიდვრით, ყველი ბოსტნეულით და ა.შ უმჯობესია მრგვალი ბრინჯი გამოიყენოთ, რომელსაც მეტი წებოვნება აქვს.
Print