რუბრიკები
"მწვანე აქცია" ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დადიანების განახლებულ ბარკში  მწვანე აქცია გაიმართა. გამწვანების აქცია ასოციაცია „ათინათისა“ და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ახალგაზრდული კლუბის წარმომადგენლებმა მიიღეს და 100-მდე სხვადასხვა სახეობის ხე დარგეს. ახალგაზრდული კლუბების კოორდინატორის მიშიკო როგავას თქმით, ამ დღესთნ დაკავშირებით აქციაში 10 პარტნიორი სკოლის 50 -მდე მოსწავლე იყო ჩართული და მისი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება იყო. აქციაში მონაწილეობა სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიიღო.
Print