რუბრიკები
Microsoft-ი Nokia-ზე უარს ამბობს
Microsoft -მა, ბრენდ Nokia-ზე უარის თქმის კამპანია დაიწყო. ახალი პოლიტიკის ფარგლებში პირველი ცვლილება ქვედანაყოფ Nokia France-ს შეეხება. ლოგოტიპის შეცვლა მერე სხვა ქვეყნებშიც მოხდება. Nokia Lumia-დან Microsoft Lumia-ზე გადასვლა ეტაპობრივად იგეგმება. საიტი Nokia.com შეიცვლება Microsoft-ის ახალი მობილური საიტით და ბრენდის სახელწოდება შეიცვლება სოციალურ ქსელებშიც. უფრო მეტ სიცხადეს ამ პროცესს Lumia-ს შემდეგი მოდელის გამოსვლა მისცემს. ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საშობაო სარეკლამო კამპანიისას Microsoft-ი, Nokia -ს ნაცვლად ბრენდ Lumia-ს გამოიყენებს. თუმცა Nokia ბაზრიდან სრულად არ გაქრება, ის მოღვაწეობას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც არ იქნება დაკავებული მობილური ტელეფონების წარმოებით.
Print