რუბრიკები
ბადრიჯანი ბერძნულად
ინგრედიენტები: ბადრიჯანი 3 პამიდორი 3-4 ბრინჯი 80 გ ნიორი 1 კბილი ხახვი 1 თავი ყველი 150გ მწვანე ხახვი მარილი და პილპილი ზეითუნის ზეთი ორეგანო (თავშავა) მომზადების წესი: წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი, მწვანე ხახვი. ბრინჯი სანახევროდ მოვხარშოთ, ხოლო პამიდორი თხლად დავჭრათ. თითოეული ბადრიჯანი გავჭრათ ორად, გული ამოვაცალოთ, დავჭრათ და მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში, ხახვთან და ნიორთან ერთად. შემდეგ დავამატოთ ბრინჯი, მწვანე ხახვი, ორეგანო, მარილი, პილპილი, ავურიოთ და ამოვავსოთ ბადრიჯნის "ნავები". ზემოდან დავალაგოთ პამიდვრის ნაჭრები, მოვაყაროთ ყველი, შევდოთ 180 გრადუსზე, 30 წუთი.
Print