რუბრიკები
დედოფალმა ელიზაბეთმა პირველად “დატვიტა”
მიკრობლოგინგს დედოფალი ელიზაბეთიც შეუერთდა! მან ცხოვრებაში პირველი “ტვიტი” გამოაქვეყნა და ეს პოსტი “ინფორმაციის ხანის” გამოფენას მიუძღვნა: “დიდი სიამოვნებაა ‘ინფორმაციის ხანის’ გამოფენის გახსნა მეცნიერების მუზეუმში. იმედი მაქვს, ვიზიტორები ისიამოვნებენ. ელიზაბეთი” მისი პირველი სიტყვის გამოქვეყნებისთანავე, დედოფლის “ტვიტერის” ადმინისტრატორებმა მიმდევრებს დაუდასტურეს, რომ მიკრობლოგის ავტორი ნამდვილად ელიზაბეთი იყო: მათვე გამოაქვეყნეს ზემოთ აღნიშნული “ტვიტის” დაწერის პროცესში გადაღებული ფოტოები: B0tMM1yIMAEwE7M B0tQ4usIIAALNz1
Print