რუბრიკები
ამერიკაში პოლიციელის იარაღზე თვალთვალის მოწყობილობა შექმნეს
ამერიკელმა ინჟინერებმა გამოიგონეს გადამცემი, რომელიც დროის რეალურ რეჟიმში, თვალყურს ადევნებს პოლიციელის მიერ იარაღის გამოყენებას: ბუდიდან ამოღების მომენტიდან სროლამდე. გარდა ამისა, მოწყობილობა აფიქსირებს იარაღის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და მიმართულებას, თუ საითკენაა მიმართული იარაღის ლულა. ახალი ტექნოლოგია უკვე გადის შემოწმებას აშშ-ის პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში. პროექტის რეალიზაციას აკეთებს სტარტაპი Yardarm Technologies-ი და მისი მიზანია კოლეგების გაფრთხილება რთულ სიტუაციაში ჩავარდილი პოლიციელის შესახებ, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო კოლეგებს ვერ იძახებს დასახმარებლად.
Print