რუბრიკები
პრინცი ჯორჯი ყველაზე საყვარელ ბავშვად დასახელდა.
პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ვაჟიშვილი, პრინცი ჯორჯი დიდი ბრიტანეთის ყველაზე საყვარელ ბავშვად დასახელდა. მას ხმა გამოკითხულთა 32%-მა მისცა. მეორე ადგილზე 18%-ით დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ქალიშვილი, ჰარპერი გავიდა. აღსანიშნავია, რომ პარალელურად საუკეთესო მშობლების რეიტინგიც შედგა, სადაც საუკეთესო მამად მსახიობი კოლინ ფერტი დასახელდა, ხოლო დედად - ჰოლი უილოუბი. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის სექტემბერში გაზეთმა The Evening Standard პრინცი ჯორჯი ყველაზე გავლენიან ლონდონელ ბავშვად დაასახელა. o-HARPER-BECKHAM-facebook
Print