რუბრიკები
Sony დუბაიში მაღაზიას ზღვის ფსკერზე ხსნის
Sony დუბაიში უჩვეულო მაღაზიის გახსნას აპირებს. ამ მაღაზიის თაროებზე წყალგაუმტარი სმარტფონების და პლანშეტების, Xperia-ს ნახვა იქნება შესაძლებელი, ხოლო თავად თაროები ზღვის ფსკერზე, 4 მეტრის სიღრმეზე იქნება განლაგებული. მყიდველები მაღაზია Xperia Aquatech Store-ში მოხვედრას გამოცდილი მყვინთავების დახმარებით შეძლებენ. ამასთან, კლიენტებს არ მოუწევთ აკვალანგის ჩაცმა - ისინი მაღაზიაში ჩვეულებრივად ისუნთქებენ. მაღაზია ამ წლის 3 დეკემბერს უნდა გაიხსნას.
Print