რუბრიკები
„ბონდიანას“ ახალ ეპიზოდს „სპექტრი“ დაერქვა!
„ბონდიანას“ 24-ე ეპიზოდის შემქნმელებმა სურათის სრული დასახელება და სამსახიობო დასი წარმოგვიდგინეს. პრეზენტაციაზე რეჟისორმა სემ მენდესმა განაცხადა, რომ ფილმს „სპექტრი“ დაერქმევა. ასევე დადასტურდა სურათში ისეთი მსახიობების მონაწილეობა როგორებიც არიან : დეივ ბატისტა, ქრისტოფ ვალცი, დენიელ ქრეიგი, რალფ ფაინსი, მონიკა ბელუჩი, ლეა სეიდუ, ბენ უიშოუ, ნაომი ჰარისი, ენდრიუ სკოტი და როდი კინერი. რეჟისორმა თავისი წარმოდგენა პროქტის სხვა „მნიშვნელოვანი მონაწილის“ – ავტომობილ Aston Martin DB10-ს ჩვენებით დაიწყო. ამ გზით, ფრენჩაიზიის მფლობელებსა და ცნობილ ავტოკონცერნს შორს მრავალწლიანი ურთიერთობა კვლავ გრძელდება. გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში ჩაივლის , მათ შორის იტალიასა და მექსიკაში. აგენტ 007-ს მოუწევს ტერორისტულ ორგანიზაცია „სპექტრთან“ შეჯახება, რომლის უფროსიც ქრისტოფ ვალცი იქნება. სურათის პრემიერა ლონდონში 2015 წლის 29 ოქტომბერს არის დანიშნული
Print