რუბრიკები
ჯიმი ფელონი მამა გახდა!
ამერიკელი ტელეწამყვანი ჯიმი ფელონი და მისი ცოლი ნენსი მშობლები გახდნენ. გუშინ მათ გოგონა შეეძინათ. ბავშვი დედამიწას სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა. გოგონას ფრენსის კოულ ფელონი დაარქვეს. „ის დედამიწას 3 დეკემბერს დილის 8 საათსა და 45 წუთზე მოევლინა, – შეატყობინა წყარომ ჟურნალ People-ს. – ის 2,6 კილოგრამს იწონის და 47 სანტიმეტრია. წყვილმა ოჯახში ახალი წევრის შემატების შესახებ ბავშვის გაჩენის დღემდე დუმილი არჩია“. შეგახსენებთ, რომ 40 წლის ჯიმისა და 47 წლის ნენსის უკვე ჰყავთ ერთი წლის გოგონა – ვინი როუზი. ორივე ბავშვი დედამიწას სუროგატი დედის მეშვეობით მოევლინა.
Print