რუბრიკები
ბრუსკეტა სოკოთი და ყველით
ინგრედიენტები 4 ბრუსკეტასთვის: 4 ნაჭერი პური 20-24 სოკო (ქამა ან პორტაბელო) 1 პომიდორი 1 ტკბილი წიწაკა 170 გ მოცარელა მარილი პილპილი 4 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი 1 ჩ.კ. ძმარი ბალზამიკო მომზადება: სოკო კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში; პურის თხელ ნაჭრებს მოასხით თითო ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. მოამზადეთ სოუსი: პომიდორი და ტკბილი წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ, შეურიეთ ცოტა მარილი, ძმარი და კოვზით კარგად აურიეთ. ზეთმოსხმულ ბრუსკეტას კოვზით წაუსვით პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის ნაზავი; მჭიდროდ დაალაგეთ სოკოები და მოცარელას ნაჭრები. გამოაცხვეთ აირღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ ახლად დაფქვილი შავი პილპილი. გემრიელად მიირთვით!
Print