რუბრიკები
სოხუმი დონბასს კონცერტით უცხადებს მხარდაჭერას
გულრიფშის რაიონული კულტურის სახლში,დაბა მაჭარაში,23 დეკემბერს,აფხაზეთისა და დონბასის არტისტების მეგრობრობის კონცერტი გაიმართება.ღონისძიებაზე აფხაზურ სიმღერებთან ერთად,ის სიმღერებიც გაჟღერდება,რომელთა ავტორები ამჟამად დონეცკისა და ლუგანსკის მეამბოხეთა რიგებში იბრძვიან, - წერს „აფსნიპრესი“. კონცერტის შემდეგ „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში აფხაზეთის ბაღებში დაკრეფილ მანდარინებს გააგზავნიან“,- წერს გამოცემა.
Print