რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და მერიაში დასაქმების მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდის იუსტიციის სახლში მერიასა და საკრებულოში დასაქმების მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს. საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე  ტესტირების ეტაპი დღეს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდება. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის კახაბერ ფარცვანიას თქმით, ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. "ტესტირების ეტაპს სულ 374 კონკურსატი გაივლის. გასაუბრების თარიღი კი, ტესტირების შედეგების შეჯამების შემდეგ გახდება ცნობილი" - თქვა კახაბერ ფარცვანიამ. ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში დასაქმების მსურველთა 1 449 განაცხადი იყო შესული. აქედან,  მეორე ტურზე 374 გადავიდა.
Print