რუბრიკები
ანსამბლ"ეზის" მორიგი წარმატება
თბილისში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში ,,საქართველოს სამეფო თასზე“, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის წარმატებით წარსდგა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ანსამბლი ,,ეზი“. ინდივიდუალურ პირველობაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში I ადგილი მოიპოვეს: ანი კვარაცხელიამ, ზუკა ნარმანიამ, ნინი თორდიამ, ანანო ახალაიამ და ნინი არქანიამ. II ადგილი — მეგი როგავამ, ანი დარსანიამ, ანანო ახალაიამ და ლიზი ვაშაკიძემ. III ადგილი -კესარია  ჯაბუამ და ნინი როგავამ. წყვილებში I ადგილი მოიპოვეს: ლევან ქობალიამ და ანი კვარაცხელიამ. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში II ადგილი მოიპოვეს — ვატო და ტატა ჭკადუებმა, ლუკა გობეჩიამ და ნინი როგავამ, ტატო ქირიამ და მეგი როგავამ (ხელმძღვანელები: მაია შამათავა და გოჩა კაპანაძე).
Print