რუბრიკები
ჟოლოს ორცხობილები
რეცეპტის ინგრედიენტები: 225 გრამი კარაქი 2/3 ჭიქა შაქარი 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი 2 ჭიქა ფქვილი 1/2 ჭიქა ჟოლოს მურაბა გასაფორმებლად: 1/2 ჭიქა შაქრის პუდრა 3/4 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი რძე რეცეპტის ინგრედიენტები 1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსზე. 2. საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი (ოთახის ტემპერატურის) შაქართან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეათქვიფეთ 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი. შეურიეთ ფქვილი ცომის ფორმირებამდე. დააგორგოლავეთ 3-4 სმ ზომის ბურთულები და გაანაწილეთ უცხიმო საცხობ ლანგარზე(x2 ან 3). გაუკეთეთ ჩაღრმავებები თითით და ჩაის კოვზით მოათავსეთ მათში ჯემი/მურაბა. 3. აცხვეთ 14-18 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ შეყავისფერდება. გამოცხობის შემდეგ ლანგარზევე აცალეთ გაცივება 1 წუთით. 4. ამასობაში საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ დაფქვილი შაქარი, 3/4 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი და 1 ჩაის კოვზი რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოასხურეთ ჯერ კიდევ თბილ ორცხობილებს და გემრიელად მიირთვით!
Print