რუბრიკები
სპაგეტისა და ბოსტნეულის სუპი
ინგრედიენტები 4 პორციისთვის: • 4 კვერცხი • 1 სტაფილო • 2 კიტრი • 160 გ ყველი • 100 გ სპაგეტი • 1 ლ ბულიონი • 4 ს.კ. არაჟანი • 1 თავი ხახვი • 2 კბ ნიორი • მარილი • 1 დაფნის ფოთოლი • 10 გ კარაქი მომზადება: ქათმის ან საქონლის ხორცის ბულიონში ჩადეთ მთლიანი ხახვი, 2 კბ ნიორი, ნაღების კარაქი და დაფნის ფოთოლი, დაუმატეთ მარილი და წამოადუღეთ. ადუღებულ ბულიონში ჩაყარეთ სპაგეტი და მოხარშეთ. როდესაც სპაგეტი მოიხარშება, მოხარშული ხახვი, ნიორი და დაფნა შეგიძლიათ ამოიღოთ ქვაბიდან – ეს პროდუქტები სუპისთვის აღარ არის საჭირო. კვერცხი მოხარშეთ, დაჭერით ყველი, კიტრი და სტაფილო. ინგრედიენტები გაყავით ოთხ ნაწილად (4 პორციისთვის). ღრმა თეფშში ჩააწყვეთ ოთხად გაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაჭრილი ყველი, კიტრი და სტაფილო, 1 ს.კ. არაჟანი. თეფშებში გადაიტანეთ სპაგეტის ცხელი სუპი და ფრთხილად მოურიეთ, რომ კვერცხი არ ჩაიშალოს. გემრიელად მიირთვით!
Print