რუბრიკები
Facebook-მა თავის მობილურ Messenger-ს ახალი სერვისი დაამატა
Facebook-მა თავის Messenger-ს მობილური ტელეფონებისთვის ახალი სერვისი დაუმატა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ სანამ ვინმეს სურათს გადაუგზვნის, მასზე ნიშანი-სტიკერი დაადოს. ნათქვამია სოციალური ქსელის ოფიციალურ ბლოგზე. მაგრამ, სტიკერის ფოტოზე დასადებად, მომხმარებელმა ცალკე უფასო აპლიკაცია, Stickered-ი უნდა გადმოქაჩოს. ამ დროისთვის, აპლიკაცია ჯერ ხელიმისაწვდომია მხოლოდ Google Play-ში, Android-მოწყობილობებისთვის, მაგრამ მალე iOS-ტელეფონებისთვისაც გახდება ხელიმისაწვდომი. სერვისის შემქნელებმა განაცხადეს, რომ ის სპეციალურად სადღესასწაულო დღეებისთვის შეიმუშავეს, როცა მომხმარებლები ერთმანეთს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ფოტოებს და შეტყობინებებს უგზავნიან. გარდა ამისა, Facebook-მა განაცხადა, რომ თავად მესინჯერის მუშაობა დახვეწა და ახლა ის უფრო სწრაფად მუშაობს. Facebook Messenger-ის აუდიტორია ახლა 500 მლნ-ია.
Print