რუბრიკები
რინგო სტარი ახალ ალბომს უშვებს
ბრიტანელი როკ-შემსრულებელი და ლეგენდარული The Beatles წევრი, რინგო სტარი ახალი ალბომის გამოსვლას აანონსებს. 74 წლის მუსიკოსის განცხადებით, მან უკვე ჩაწერა ახალი კომპოზიციები და მომავალ წელს, ხმისჩამწერ კომპანიასთან Universal Records-თან ერთად, ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავს. მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს მიმართა და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. რინგო სტარი ვარაუდობს, რომ მისი ჯგუფი All-Starr მარტში გასტროლებს გამართავს, რომლის ფარგლებშიც მსმენელბს ახალ ალბომს გააცნობს. დასასრულს, ის ყველას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
Print