რუბრიკები
სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად გიგა ზესაშვილი დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გიგა ზესაშვილი უხელმძღვანელებს. სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ბესელია კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაადასტურეს. მათი ინფორმაციით,ბესელია კრიმინალურ პოლიციაში ერთ-ერთ მთავარ, კერძოდ კი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უხელმძღვანელებს. ზესაშვილი კი, რომელმაც ბესელია ჩაანაცვლა, ზუგდიდის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მისი შემცვლელი შსს-ს ცნობით, ჯერ დანიშნული არ არის.
Print