რუბრიკები
გურული საშობაო ღვეზელი
ინგრედიენტები: მზა საფუვრიანი ცომი - 1 კგ ყველი - 800 გრ მოხარშული კვერცხი თითო ღვეზელისთვის - 1-2 ცალი კვერცხი - 1, თავზე გადასასმელად მომზადების წესი: ცომი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ან მზა იყიდოთ საცხობში. ყველი ჭყინტი უნდა იყოს, ისეთი, როგორც ხაჭაპურისთვის. ღვეზელი შეგიძლიათ გამოაცხოთ ნებისმიერი ფორმით, თუმცა, ძირითადად, ოვალურს ან ნახევარმთვარისებურს აცხობენ. როგორც ამბობენ, იმდენი ღვეზელი უნდა გამოაცხოთ, რამდენი ოჯახის წევრიცაა სახლში. ღვეზელის ზომა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
Print