რუბრიკები
მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი გრძელდება
დიდთოვლობისა და მწყობრიდან გამოსული საბაგიროს მიუხედავად ტურისტები წამოსვლას არ ჩქარობენ.  საბაგიროს აღდგენამდე კურორტის ადმინისტრაცია მათ ტრანსპორტირების ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს- დამსვებელები ზურულდზე თოვლის სატკეპნი მაქნანებით აჰყავთ.   ,,მესტია რეზორტსის' ' დირექტორის მალხაზ უდესიანის განცხადებით,  ხარვეზი ძაბვის ვარდნამ გამოიწვია , რეაბილიტაცია დაწყებულია და უახლოეს დღეებში საბაგირო აღდგება. რაც შეეხება გზებს, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
Print