რუბრიკები
თევზის ბურთულები
ინგრედიენტები: 400 გ თევზი 250 გ კარტოფილი 1 ხახვი 1 ჩ.კ. ლიმონის ან ლაიმის წვენი 50 გ ოხრახუში 4 კვერცხი პილპილი ჯავზი (დანის წვერით) სიმინდის ფქვილი ზეთი მომზადება: კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ თევზიც. ორივე შეაგრილეთ. კარტოფილისგან მოამზადეთ პიურე. თევზი დაჭერით ან გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი და კიდევ უფრო წვრილად – ოხრახუში. ყველა ეს ინგრედიენტი ჩაყარეთ ერთ ჯამში, დაამატეთ კვერცხი, ჯავზი (დანის წვერით), მარილი, ლიმონის წვენი, პილპილი და კარგად აურიეთ. გააკეთეთ ბურთულები, ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და პორციებად შეწვით ადუღებულ ზეთში. შეწვას 3 წუთზე მეტი არ სჭირდება. შემწვარი ბურთულები გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ცხიმი მთლიანად ჩამოიწუროს. გემრიელად მიირთვით! თევზის კორკეტები
Print