რუბრიკები
Google Translate ხმოვანი ტექსტების სინქრონულ თარგმანს იწყებს
Google აპირებს თავის აპლიკაციას, Google Translate-ს, სინქრონული თარგმანის ფუნქცია დაამატოს. ეს მომსახურება Android-მოწყობილობებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მოსალოდნელია, რომ ეს სიახლე მალე გამოჩნდება ელექტრონულ მაღაზია Google Play-ში. ახალი აპლიკაცია ხმოვან წინადადებებს რამდენიმე ენაზე ამოიცნობს და შემდეგ მათ თარგმანს ტექსტურ ფაილად გააკეთებს. ასეთივე ფუნქცია Google Translate-ს უკვე აქვს, თუმცა ახლა მოსალოდნელია, რომ თარგმანი, პრაქტიკულად შეფერხებების გარეშე მოხდება. გასული წლის დეკემბერში, Microsoft-მა წარმოადგინა ანალოგიური ფუნქცია Skype Translator-თვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია ხმოვანი ზარების დროს სიტყვების სინქრონული თარგმანი, მაგრამ მხოლოდ ორ ენაზე - ესპანურად და ინგლისურად. სკაიპი სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეთა დიალოგებს მომენტალურად თარგმნის
Print