რუბრიკები
აქცია ფოთში (ვიდეო)
ფოთში გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელ გზაზე, საპროტესტო აქცია გაიმართა.  ის ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა პირებმა მოაწყვეს.   აქციის მონაწილეები ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვენ და ამტკიცებენ,  რომ 3 თვეზე მეტია  გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.  "სიცივეში ვართ, გვიჭირს აქ გაჩერება, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეგვერყა, ბავშვები გვყავს, ელემენტარული პირობები არ გვაქვს. გვატყუებენ- დაგეხმარებითო. ეკონომიკის სამინისტროდან მოვიდა უარყოფითი პასუხი, შუქი არ ჩაგერთვებათო. გზაზე ხომ უნდა დაგვაყენონ, გადავიხდით ფულს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ", - ამბობენ აქციის მონაწილეები. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შუქის ჩასართავად სწორედ მათი თანხმობაა საჭირო, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 2 საათიანი აქცია-პიკეტი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ შეწყდა.
Print