რუბრიკები
გაუჩინარებული ანაკლიელის ახლობლებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)
დემონსტრანტებს ხელში პლაკატები უჭირავთ, რომლის მეშვეობითაც ისინი ხელისუფლებისგან  გოგიტა აბულაძის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ. შეგახსენებთ, გოგიტა აბულაძე საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. მისი კვალი 3 წლის წინ მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ის აფხაზეთში გადავიდა. აფხაზეთში გადასვლამდე მან წერილიც დატოვა. "გადავედი აფხაზეთში "ევგენი ბორისოვთან" შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა,"- ნათქვამია წერილში. წერილს, რომელიც გოგიტა აბულაძემ დატოვა ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა ,რომ ის ნამდვილად აბულაძის მიერაა დაწერილი.
Print