რუბრიკები
Google-მა Google Glass-ის წარმოება შეაჩერა
Google-მა განაცხადა, რომ აჩერებს ექსპერიმენტალური პროდუქტის, გამჭვირვალე ეკრანით და კამერით აღჭურვილი Google Glass-ის წარმოებას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ფასის საკითხი და ასევე, მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვის. Google Glass-ის ბეტა-ვერსია აშშ-ის მაღაზიებში წინა წლის მაისში გამოვიდა და მათი ფასი $1.5 ათასი იყო. ამ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ფოტოს და ვიდეოს გადასაღებად და გადაღებული მასალის გასაგზავნად ელექტრონულ ფოსტაზე და სოციალურ ქსელებში. მოწყობილობის სამართავად ხმოვანი ბრძანებები გამოიყენება. „ჭკვიან“ სათვალეს ასევე შეუძლია Skype-ის მაგვარი ვიდეოჩატის წარმოება, საჭირო ინფორმაციის მიღება, მაგალითად ამინდის ან გადაადგილების მარშუტის შესახებ. მთელი ეს ინფორმაცია გამოდის გამჭვირვალე ეკრანზე, რომელიც სათვალეშია ჩამონტაჟებული. Google -ში აცხადებენ, რომ პროექტი მხოლოდ დროებით შეაჩერეს, თუმცა როდის გამოვა გაუმჯობესებული ვერსია, იქ არ აკონკრეტებენ.
Print