რუბრიკები
„გოტჰემი“ მეორე სეზონით გაგრძელდება
ტელეარხმა Fox გამოფენაზე Television Critics Association თავისი სამი სერიალის შემდეგი სეზონებით გაგრძელების შესახებ გამოაცხადა. როგორც The Hollywood Reporter იტყობინება, დრამებს „გოტჰემი“ და „იმპერია“ მეორე სეზონები ექნებათ, ხოლო კომედიას „ბრუკლინი 9-9“ – მესამე.brooklyn-nine-nine „იმპერია“ მეორე ეპიზოდის შემდეგ Fox-ის ჰიტი გახდა. ლი დენიელსის და დენი სტრონგის დრამა მიმდინარე სეზონის ახალ დრამებში ლიდერობს. „გოტჰემის“, რომელიც „ბეტმენამდე“ მოვლენებს აღგვიწერს, მაყურებელთა საშუალო რაოდენობა 10,6 მილიონს შეადგენს. „ბრუკლინი 9-9“, „გოტჰემი“ და „იმპერია“ ანიმაციურ სერიალებს „ბობის ბურგერებს“, „გრიფინებსა“ და „სიმპსონებს“ შეუერთდნენ, რომელთა გაგრძელების თაობაზეც სტუდიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
Print