რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე გასაუბრება დაიწყო (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საკრებულოს აპარატში დასაქმების მსურველთა კონკურსის ბოლო - გასაუბრების ეტაპი დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მდივნის კახაბერ ფარცვანიას თქმით, მერიასა და საკრებულოს საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე, ტესტირების  შედეგად  265 აპლიკანტი გადავიდა. „კონკურსანტებთან გასაუბრება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დღეს გასაუბრება 6 საათზე დასრულდება. ხვალ, 9 საათიდან ისევ დაიწყება“, - თქვა კახაბერ ფარცვანიამ. ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში დასაქმების მსურველთა  1 449  განაცხადი იყო შესული,  მეორე ტურზე  374 გადავიდა. აქედან, ტესტირება წარმატებით 265 აპლიკანტმა გაიარა.
Print