რუბრიკები
დეტალები NIGHTWISH-ის ახალ ალბომზე
ცნობილი ფინური ჯგუფის Nightwish-ის ახალი ალბომის შესახებ დეტალები დაწვრილებით გახდა ცნობილი. ცნობილი გახდა თუ სად გამოვა გაყიდვაში პირველად ჯგუფის ახალი ალბომი და სინგლი, რომელიც ალბომის გამოსვლამდე ბევრად ადრე გამოვა. ახალი ალბომი სახელწოდებით “Endless Forms Most Beautiful” 2015 წლის 27 აპრილს ევროკავშირის 27 ქვეყანაში გამოვა, დიდ ბრიტანეთში კი ალბომი 30 აპრილიდან გაიყიდება, მეორე დღეს კი ალბომი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩააღწევს. როგორც იცით, ალბომის პირველი სინგლი იქნება “Élan”, რომელიც 13 თებერვალს გამოვა. მრავალი ვარიანტიდან აირჩიეს ალბომის ყდაც (სურათზე.) გთავაზობთ ალბომის ტრეკლისტს. 01. Shudder Before The Beautiful 02. Weak Fantasy 03. Élan 04. Yours Is An Empty Hope 05. Our Decades In the Sun 06. My Walden 07. Endless Forms Most Beautiful 08. Edema Ruh 09. Alpenglow 10. The Eyes Of Sharbat Gula 11. The Greatest Show On Earth
Print