ბენ აფლეკმა ახალი ფილმის The Accountant გადაღებები დაიწყო. ჯერჯერობით, პროექტის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, მაგრამ სურათებიდან თუ ვიმსჯელებთ მსახიობს „მაგარი ბიჭის“ როლი ერგო.
გადაღებები ატლანტაში, ჯორჯიას შტატში მიმდინარეობს. პაპარაციმ მოახერხა დაძაბული სცენა გადაეღო, რომელშიც ბენი მოწინააღმდეგის განიარაღებას ცდილობს.
თუ კამერის წინ აფლეკი საშიშ და ცივსისხლიან კაცად გვევლინება, შესვენებისას ცივ ჩაის წყნარად წრუპავს და შემდეგი სცენისთვის ემზადება. ბენის გარდა გადასაღებ მოედანზე ჯ.კ. სიმონსიც დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები