რუბრიკები
გალში სპეცოპერაციის შედეგად 5 ქართველი დააკავეს
ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, სპეცოპერაცია გალის რაიონის სოფლებში ფიჩორსა და ოტობაიაში ჩატარდა. დაკავებულია 2 ძმა გვარად ორჟონიები, ასევე ჯოლოგუების გვარის 3 წარმომადგენელი. ოთარ გოგოხიას ცნობით, სპეცოპერაციის დროს ასევე დააკავეს სხვა პირებიც, თუმცა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს. ლეგიტიმურ მთავრობაში 5 ქართველი დაკავების მიზეზებზე ინფორმაციას არ ფლობენ. გალში აფხაზური ე.წ. მილიციის და რუსი სამხედროების რეიდები 11 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მიმდინარეობს, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა.
Print