რუბრიკები
ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდში  ყოფილი ტექნიკუმის  შენობის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი თამარ ხურცილავას ოჯახი , უკვე 2 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრებს. დახმარების თხოვნით მან არაერთხელ მიმართა სოციალური დახმარების სააგენტოს , თუმცა უშედეგოდ.  თამარ ხურცილავას განმარტებით,  შენობა სადაც ის ამჟამად ცხოვრობს ამორტიზირებულია და იქ ცხოვრება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.   თამარ ხურცილავას განმარტებთ , სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა  ორი თვის წინ  მისი სახლი 96 ათასი ქულით შეაფასეს.  ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით შეაფასა სოციალურმა სამსახურმა საცხოვრებელი სახლი,  მისთვის  გაუგებარია. ხურცილავების ოჯახის სოციალურ მდგომარეობას „ სამეგრელოს ხმის“ წარმომადგენელი თეონა ქარდავა გამოეხმაურა . იგი  დევნილთა სამმართველოს ასევე , ზუგდიდის მერიას თხოვნით მიმართავს , რათა მოხდეს, როგორც დევნილების, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
Print