რუბრიკები
შეხვედრა მეცნიერ გია კვაშილავასთან (ვიდეო)
ალ.ღურწკაიას გიმნაზიაში "ფესტოს დისკოს" წარწერის გაშიფვრის  შედეგებზე მეცნიერ-მკვლევარმა გია კვაშილავამ მოხსენება გააკეთა თემაზე:  "A კლასის ხაზოვანი და ფესტოს დისკოს ამოკითხვის შედეგების შესახებ".  შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზუგდიდის საზოგადოებრიობის  წარმომადგენლები დაესწრნენ. დისკო  იტალიელმა არქეოლოგმა დოქტორმა ლუიჯი პერნიემ 1908 წლის 3 ივლისს,  კუნძულ კრეტაზე,  საარქეოლოგო ქალატ ფესტოსში აღმოაჩინა.  იგი პირობითად დათარიღებულია ძვ.წ. 1850-1600 წწ-ით და წარმოადგენს თიხის ფირფიტას, რომლის დიამეტრი დაახლოებით 16 სმ-ია, წონა კი - 380გრ. ამჟამად დისკო ინახება საბერძნეთში, კრეტის მთავარ პორტ-ქალაქ ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში.  ამ დრომდე იყო ”ფესტოსის დისკოს” ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის მცდელობები უძველეს ენებზე.  (მაგ. : იონურ-ბერძნული დიალექტი, კვიპროსული, ხეთური, ეგვიპტური, სემიტური ენები და ა.შ.). მეცნიერი გია კვაშილავა ქართველური ენების შესწავლითა და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიებით მივიდა დასკვნამდე,  რომ  წერილ-ფირფიტის - “ფესტოსის დისკოს”  წარწერის ენა ქართველურია.   კერძოდ, კოლხური (ანუ მეგრულ-ლაზური).

დისკოს ტექსტი წარმოადგენს საგალობელს - ”ნენანას”,  რომელიც ეძღვნება ”აია-ნეშკარის” მფარველ, პელაზგურ-კოლხური მოდგმის მაკრონების ნაყოფიერების დიდ დედაღვთაება  ნანას / რეა კიბელეს.

Print