რუბრიკები
აკაკი მინაშვილი ზუგდიდელ სტუდენტებს შეხვდა (ვიდეო)
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ზუგდიდელ სტუდენტებს შეხვდა. "აფხაზეთი და სამაჩაბლო- დაკარგული ტერიტორიების აღდგენა, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში",- ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც უმცირესობის დეპუტატმა სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. აკაკი მინაშვილმა ყურადღება 3 მცირეწლოვანი ბავშვის გატაცებაზეც გაამახვლა, რომელიც საოკუპაციო საზღვართან ახლოს სოფელ წყოუშთან მოხდა. მოსწავლეები ოკუპანტებს 5 საათის განმავლობაში საგუშაგოში ჰყავდათ დატყვევებული. ადგილობრივი მაცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ბავშვების გათავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა,როდესაც ერთ-ერთი ბავშვი შეუძლოდ გახდა. ამ ფაქტს აკაკი მინაშვილი ახლანდელი ხელისუფლების უუნარობას და სუსტი პოლიტიკის შედეგს უწოდებს.
Print