რუბრიკები
გიორგი ოვაშვილის მორიგი ჯილდო ტრიესტეს კინოფესტივალზე
“სიმინდის კუნძულმა” ტრიესტის საერთაშორისო კინო-ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა. გიორგი ოვაშვილის ნამუშევარი პრესტიჟული იტალიური ფესტივალის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილეობდა. ფილმის მორიგ გამარჯვებას ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა “The Hollywood Reporter”-ი ეხმაურება: “ტრიესტის კინო-ფესტივალი ოთხშაბათს საღამოს, გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძულის” დაჯილდოებით დასრულდა… ფილმი მოგვითხრობს ორი უცნაური ფერმერის – ბაბუასა და შვილიშვილის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მიწას ამუშავებენ. ოვაშვილმა კუნძული, სპეციალურად გადაღებებისთვის, ნულიდან შექმნა… ამ თითქმის უსიტყვო დრამაში, მარტივი ინგრედიენტებით, სიკვდილისა და სიცოცხლის არაკია ჩაქსოვილი”. 090 091  094 095  097 ავტორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
Print