რუბრიკები
"ფეისბუქი" გაითიშა
სოციალური ქსელი "ფეისბუქი", რომელსაც მსოფლიოს  მრავალ ქვეყანაში მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რამდენიმე წუთის წინ გაითიშა. როგორც "ფეისბუქის" გვერდზე ვკითხულობთ, ადმინისტრაცია არსებულ პრობლემაზე მუშაობს. "ძალიან ვწუხვართ. პრობლემის მოგვარებაზე ვმუშაობთ", -  ვკითხულობთ ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში. პოსტში არაა კონკრეტული პრობლემა მითითებული. "როიტერის" ინფორმაციით, სოციალური ქსელი გათიშულია აშშ-სა და ინდოეთშიც. 
Print