რუბრიკები
ცნობილი გახდა ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის წევრების ვინაობა
სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა ვინ მოთავსდებიან ბერლინის რიგით 65- ე კინოფესტივალის ჟიურის სავარძლებში. დარენ არონოვსკი, ოდრი ტატუ, დანიელ ბრიული, აგრეთვე მარტა დე ლაურენტისი, კლაუდია ლიოსა, პონ ჩუნ ჰო, მეთიუ უენერი. ფესტივალი 5 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვლამდე გასტანს, გამარჯვებულებს, კი 14 თებერვალს დაასახელებენ.
Print