რუბრიკები
დამტკბარი სტაფილოები
რეცეპტის ინგრედიენტები: 500 გრამი სტაფილო 30 გრამი კარაქი 1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი 1 მწიკვი მარილი 1 მწიკვი დაფქული შავი წიწაკა* მომზადების წესი: 1. გათალეთ სტაფილოები და დაჭერით 5სმ სიგრძის ნაჭრებად. მოათავსეთ ქვაბში, დაფარეთ ცივი წყლით და მოაყარეთ ცოტა მარილი. ჯერ მაღალ ცეცხლზე მიიყვანეთ დუღილამდე და შემდეგ საშუალო ცეცხლზე ხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში, სანამ სტაფილოები არ შერბილდება. ნუ დაარბილებთ ზედმეტად. 2. გადაწურეთ და დატოვეთ სტაფილოები მინიმალურ ცეცხლზე. ჩაუმატეთ ქვაბში კუბიკებად დაჭრილი კარაქი, ყავისფერი შაქარი, მწიკვი მარილი და წიწაკა(სურვილისამებრ*). ურიეთ და აცხვეთ 3-5 წუთის განმავლობაში. სურვილისამებრ შეურიეთ დაფქული დარიჩინიც, მუსკატის კაკალი თუ კოჭა. საუკეთესო არომატისთვის მიირთვით, სანამ ცხელია.
Print