აფხაზეთის მთავრობის ანგარიშის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
17:05 / 29.01.2015
დღეს ზუგდიდში აფახაზეთი ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის სფეროს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთი მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დაინტერესებული პირებს სრული ანგარიში მთავრობის დევნილთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ გააცნო.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მთავრობა გასულ წელს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებზე იყო ორიენტირებული და ამასთან, აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ანგარიშში ასევე, ყურადღება გამახვილებულია განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, სპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებსა და დევნილთა დასაქმების საკითხებზე.
გარდა ამისა, შეხვედრაზე დოკუმენტური ფილმი - ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში - თანამედროვე რეალიები" უჩვენეს, სადაც აფხაზეთის მთავრობის მუშაობაა ასახული.
კონსტანტინე კუჭუხიძის თქმით, 2015 წელს აფხაზეთის მთავრობა ორიენტირებული იქნება დევნილთა დასაქმებასა და მცირე ბინეს პროექტებში მათ ჩართულობაზე.
ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრაზე ვახტანგ კუჭუხიძეს ჰკითხეს, თუ რატომ არ არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები ჩართულნი დევნილთა განსახლების კომისიის მუშაობაში, რომელიც დევნილებისთვის ბინების გადანაწილების საკითხს ეხება. პასუხად კუჭუხიძემ განმარტა, რომ ეს მართლაც ასეა, თუმცა მისივე თქმით, მათი ერთი თანამშრომელი კომისიის მუშაობაში უკვე ჩაერთო.
მასალის გამოყენების პირობები