რუბრიკები
ბროკოლისა და კარტოფილის სუპი სიმინდით
ინგრედიენტები: 500 გ წითელი კარტოფილი; 300 გ ბროკოლი; 1 თავი ხახვი; 400 გ არაჟანი; 100 გ დარბილებული კარაქი; 100 გ ყველი პარმეზანი; 100 გ ტკბილი სიმინდი; 30 გ მწვანე ქინძი; მარილი. მომზადება: წითელი კარტოფილი (სასურველია მცირე ზომის) გარეცხეთ, კარგად გახეხეთ, მოხარშეთ ნახევრად და წყალი გადაღვარეთ. 3 კარტოფილს გააცალეთ კანი, დანარჩენი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, გადაიტანეთ ქვაბში, დაამატეთ ორად გაჭრილი ხახვი და ხარშეთ კიდევ 10 წუთი საშუალო ტემპერატურაზე. ამის შემდეგ გაზქურა გამორთეთ, 3 კანგაცლილი კარტოფილი ამოიღეთ და მოამზადეთ პიურე, დაჭრილი კარტოფილი კი დატოვეთ ნახარშ წყალში. არაჟანი და დარბილებული კარაქი ათქვიფეთ კოვზით და ჯერ 3 კარტოფილის პიურე შეურიეთ, შემდეგ კი კარტოფილის ნახარში წყლის ნაწილი და გახეხილი პარმეზანი. მიღებული მასა ნელ-ნელა დაასხით მოხარშულ დაჭრილ კარტოფილს, დაუმატეთ ბროკოლის დანაწევრებული ყვავილედები, კონსერვირებული ტკბილი სიმინდი, მარილი და წამოადუღეთ. ხარშეთ დაახლოებით 5-6 წუთი. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ქინძი და გემრიელად მიირთვით!
Print