ირაკლი გოგოხია - ბოტანიკური ბაღისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო (ვიდეო)
16:57 / 06.02.2015
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 3 მილიონი ლარი უკვე გამოიყო. ამის შესახებ ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ მერიის 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტზე მუშაობა მარტში დასრულდება და შესაბამისად, ტენდერი ამის შემდეგ გამოცხადდება.
აქედან, 1,5 მილიონი ლარი - გრანტია, მეორე ნახევარს კი ქალაქი 10 წლის განმავლობაში გადაიხდის. ეს ჩვენ შევძელით და მიღწეულით კმაყოფილები ვართ”, – თქვა ირაკლი გოგოხიამ.
დღეს ქალაქ ზუგდიდის მერიამ 6- თვიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე წარადგინა. ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ცალკეული სამსახურების უფროსებმა საზოგადოებას, 2014 წლის ივნისიდან დღემდე განხორციელებული, სამუშაოები და აქტივობები გააცნეს. გარდა ამისა, მერიის წარმომადგენლებმა იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს 3 წელიწადში უნდა განხორციელდეს.
მერიის ანგარიში საკრებულოს წევრებმა , მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, ერთხმად მოიწონეს.
მასალის გამოყენების პირობები