რუბრიკები
ბრინჯის ბურთულები ატმის მურაბით
ინგრედიენტები: ბრინჯი 2/3 ჭ წყალი 1 1/3ჭ კარაქი 1-2 ს.კ კვერცხი 1 ატმის მურაბა 1 ჭიქა, დაჭრილი მიხაკი გემოვნებით დარიჩინი გემოვნებით შაქარი გემოვნებით მარილი საფანელი ამოსავლებად ზეთი შესაწვავად მომზადების წესი: წყალი დავდგათ ცეცხლზე, ჩავყაროთ მარილი და როცა ადუღდება, ჩავყაროთ წინასწარ გარეცხილი ბრინჯი, 5 წუთში ცხიმიც დავუმატოთ, დავახუროთ სახურავი და 15 წუთი ვხარშოთ, შემდეგ ქვაბშივე შევაგრილოთ და ავურიოთ კვერცხი, სურვილისამებრ _ შაქარიც. ატმის მურაბა გადავწუროთ და დავჭრათ. თუ მურაბა მიხაკ-დარიჩინის გარეშეა მოხარშული, ვაჟინი შევკაზმოთ დარიჩინით და მიხაკით. ბრინჯისგან გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთულები, გულში კი მოვათავსოთ მურაბის ნაჭრები. ბრინჯის ბურთულები ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ფრიტიურში. მივირთვათ ატმის მურაბის ვაჟინთან ერთად. რჩევა: ვინც არ მარხულობს შეუძლია ბრინჯის მასას 1-2 კვერცხიც დაუმატოს და მზა ბურთულები არაჟანთან ერთად მიირთვას.
Print