რუბრიკები
ქურდობა ზუგდიდში
დღეს გამთენიისას, ზუგდიდში, როგავას ქუჩაზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გოდერძი ლუკავას ოჯახი გაქურდეს. მათ სახლიდან ძვირფასეულობა, ძვირადღირებული ტექნიკა წაიღეს და ასევე უცხოური მარკის ავტომობილი წაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, ლუკავები, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც ამბობენ ბოროტმოქმედებმა ისინი დააძინეს და შემდეგ გაქურდეს.
გამოძიებას ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და იმ ნივთებს იკვლევდნენ, რომლებიც ქურდებმა გაქცევისას, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები