მსოფლიო მასშტაბის კამპანიას – ONE BILLION RISING ზუგდიდიც უერთდება (ვიდეო)
15:41 / 14.02.2015
მსოფლიო მასშტაბის კამპანიას – One Billion Rising (ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისათვის) ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ღონისძიება, ფლეშ-მობით და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი გამოფენით, ზუგდიდის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა.
კამპანიაში ჩართულები არიან: USAID დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი, „იმედი“, „მერკური“, „ათინათი“ , “ქსენონი” და „საუნჯე“. კამპანიას ორგანიზებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისი უწევს.
“One Billion Rising Revolution” – არის მსოფლიოში ცნობილი კამპანია, რომელიც ივ ენსლერს (ცნობილი დრამატურგი და აქტივისტი, „ვაგინა მონოლოგების” ავტორი) ეკუთვნის. კამპანიის იდეის ავტორს და ინიციატორს, უნდა მთელ მსოფლიოს უჩვენოს ქალთა სოლიდარობა და უამრავი ქალის ერთობლივი ძალისხმევა თავიანთი უფლებების დაცვისთვის.
მასალის გამოყენების პირობები