მშვიდობის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
12:37 / 16.02.2015
„ახალგაზრდული ინიციატივა განვითარებისა და ინტეგრაციისთვის„ -ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტრენინგ-სემინარები, დისკუსიები და ფილმის ჩვენება მოეწყო.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება ზუგდიდის არტ გალერეაში გაიმართა, სადაც ამ პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა, მათ მიერ მშვიდობის თემაზე შექმნილი ნოველები წაიკითხეს და ამავე თემატიკაზე ნახატების გამოფენაც მოაწყვეს.
პროექტი „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონული ქსელის“ მიერ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება .
მასალის გამოყენების პირობები