ზუგდიდის რაიონ სოფ ახალსოფელში, 15 თებერვალს დაახლოებით 19:00 საათზე, საქონლის დასაბინავებლად გასულმა რინელ ჯაბუამ მის სახლთან ახლოს მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, აფხაზეთიდან დევნილი გ.ქ.-ს გვამი იპოვა.
მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი გალის რაიონიდან იყო და შესაძლოა თავს ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდეს.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები